სასწავლო პროექტები

 1. პროექტის  სახელწოდება:  ტურისტული  ლაშქრობა

 2. პროექტის  მთავარი  იდეა (თემა):  მათემატიკის  გამოყენებით  ოპტიმალური   ვარიანტის შერჩევა.

 3. პროექტის  აქტუალობა: მოსწავლე  იყენებს  თეორიულ  ცოდნას  ღებულობს  პრაქტიკულ  გადაწყვეტილებას  და  წყვეტს  პრობლემას.

 4.პროექტის  მიზნები:მოსწავლეს   გამოუმუშავდეს  სპეციალურ  სიტუაციებში  გარკვევის  უნარი, არსებული  ვარიანტებიდან  შეძლოს  უკეთესი     ვარიანტის  შერჩევა.

 5.მონაწილეთა  ასაკი: 13 წელი

 6.ვადები : 2  დღე

 7.მოსალოდნელი  შედეგები:  პროექტზე  მუშაობისას  მოსწავლე  კიდევ  უფრო  გაიწაფება  მონაცემების  შეგროვებაში,  ამ  მონაცემების  ცხრილებით,  დიაგრამებით  წარმოდგენაში,  სათანადო  ამოცანებს  დაუკავშირებს  წრფივ  ფუნქციას,  შეეცდება პროცესის  მათემატიკური  მოდელის  შექმნას, მოდელის  მიხედვით  ვარაუდების  გამოთქმას,  შემდეგ  კი,   ამ  ვარაუდების  დამატებითი  ცდების  მიხედვით  დაზუსტებას,  დადასტურებას  ან  უარყოფას.

 8. პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:  თაბახის  ფურცლები,  ფერადი ფანქრები,  სახელმღვანელო,   ისტ-ი.

 9. პროექტის  მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები):
აქტივობა 1. მოსწავლეებს  ვყოფ  ჯგუფებად,  ვავალებ  შეისწავლონ  შემოთავაზებული  ვარიანტები, წარმოადგინონ  საკუთარი  ვარიანტი   და  დაასაბუთონ  არჩევანი.

აქტივობა 2. ფეხით  სიარულისა  და  ტაქსით  მგზავრობას  შორის  განსხვავების  თვალსაჩინო  წარმოდგენისათვის  გამოიყენეთ  მოძრაობების  გრაფიკული  გამოსახულებები.

აქტივობა 3. შეადგინეთ  განტოლება  t-ს  მიმართ  და  ამოხსენით.

აქტივობა 4. განიხილეთ  შემთხვევა  რა  მანძილზეც  შეიძლება  ტაქსი  დაეწიოს  ფეხით  მოსიარულეს.

აქტივობა 5. კიდევ რა ფაქტორის  გათვალისწინება  მოგიწევთ?

აქტივობა 6. პრეზენტაციის  დროს  მიმდინარეობს  დისკუსია,  მსჯელობა  არჩევანის  დასაბუთების  შესახებ.

შეფასება
კრიტერიუმები

დაბალი
საშუალო
მაღალი
ჯგუფური  მუშაობა
ვერ ახერხებს ვერ  ასაბუთებს
ერთვება მუშაობაში  მაგრამ  დასკვნებს  ვერ  აკეთებს
ყოველთვის  კარგად  არის  ჩართული  შეუძლია  გადაწყვეტილების  მიღება.
პრეზენტაციის  უნარი
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი    პროექტის  არსი, უჭირს  აზრის  ჩამოყალიბება  და  პასუხის გაცემა.
ბუნდოვნაად  აყალიბებს  პროექტის  არსს,  პასუხობს  შეკითხვების  უმეტესობას.
ნათლად  ჩამოყალიბებული  პროექტის  არსი,  მკაფიო  მეტყველება,  ძირითადი  იდეებია  გაშლილი,  პასუხობს  ყველა  კითხვას.ს

10.საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:  ისტ-ი. 
ის ტექნ. VI.2მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.

11.პროექტის  ხელმძღვანელი:  ქეთევან  ყარეგიშვილი

12.ხელმძღვანელის  ელ. ფოსტა: qetevankaregishvili@ gmail.com

           

No comments:

Post a Comment